Loading data...
ევროპარლამენტარები: სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის მონაწილეობისა და უკრაინელების მხარდაჭერის გარეშე სამართლიანი არ იქნება

უკრაინის ხელმძღვანელობის სრული მონაწილეობისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გარეშე მიღწეული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება არც სამართლიანი იქნება და არც სიცოცხლისუნარიანი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ევროპარლამენტის შვიდი წევრი, რომლის ტექსტიც eurointegration-ისთვის ხელმისაწვდომია.

როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, სამშვიდობო შეთანხმების დადება უკრაინის მონაწილეობისა და უკრაინის ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უსამართლო იქნება.

„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, გაეროს წესდების პრინციპებზე და უზრუნველყოფს ომის დანაშაულებში პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „უკრაინაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელია უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობის სრული მონაწილეობისა და მისი ხალხის მხარდაჭერის გარეშე“.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც უგულებელყოფს უკრაინის ნებას ან ძირს უთხრის მის ლეგიტიმურ მისწრაფებებს, არც სამართლიანი იქნება და არც სიცოცხლისუნარიანი“, - აცხადებენ ევროპელი დეპუტატები.