ევროკომისიის წარმომადგენელი: რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის
რუსეთის არმიის სისტემატური თავდასხმები უკრაინაზე, მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, მიუთითებს, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანუარ ელ-ანუნიმ განაცხადა.
ევროკომისია დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ ავლენს უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილს.
„ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში მკვლელობებისა და რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისკენ, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა ლ-ანუნიმ.
მან განაცხადა, რომ „უკრაინა სრულად არის ერთგული სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლის და თითქმის ერთი წლის წინ დათანხმდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“.
„მეორეს მხრივ, რას ვხედავთ? ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის“, - დასძინა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მან განმარტა, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ „ვერ ხედავს რაიმე ხელშესახებ ნიშნებს, რომ რუსეთი სერიოზულად არის ჩართული სამშვიდობო პროცესში“.