ევროკომისიის პრეზიდენტი: რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ომს, მით უფრო მაღალი იქნება ფასი რუსეთისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, კიევის მხარდაჭერა და ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება ორი მთავარი პრიორიტეტია „მსურველთა კოალიციისთვის“, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულონ მისი ომი უკრაინაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მან ზელენსკის და კოალიციის სხვა ლიდერებს ამ პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გეგმა, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინას რეპარაციული სესხის სახით გადაეცეს, კომპლექსურია. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ომს, სისხლის ღვრას, მკვლელობას და უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას, მით უფრო მაღალი იქნება ფასი რუსეთისთვის“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მან დასძინა, რომ კავშირები ევროპის შიგნით იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე და „ისინი გააგრძელებენ ერთიან მოქმედებას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის დასაცავად“.