Loading data...
ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ისრაელს და ირანს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ირანს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც განაცხადეს, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა.

„აბსოლუტურად აუცილებელია, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.