Loading data...
ევროკომისიის პრესსპიკერი: პუტინს უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის აღიარება უჭირს

უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, ხოლო რუსეთის პრეზიდენტს ამის აღიარება უჭირს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა პაულა პინიომ განაცხადა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი ზელენსკისთან თანამშრომლობს და მხარს უჭერს მის „ძალისხმევას, რათა საბოლოოდ დასრულდეს ეს საშინელი ომი და მიღწეულ იქნეს მშვიდობა“.

„მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს საშინელი ომი, მიღწეულ იქნეს მშვიდობა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ პუტინს თავისი მეზობელი ქვეყნის, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის აღიარება უჭირს“, - განაცხადა პინიომ.