Loading data...
ევროკომისიის პრესსპიკერი პაულა პინიო: პუტინთან მოლაპარაკება გარკვეულ მომენტში აუცილებელი იქნება

„უკრაინაში სამშვიდობო პროცესის გარკვეულ ეტაპზე, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გაიმართება, რომელშიც ევროკავშირიც მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა პაულა პინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ პუტინთან მოლაპარაკებები გარდაუვალია, თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. 

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ უკრაინაში მშვიდობისთვის. ამჟამად, უკრაინაში მშვიდობა ერთ ადამიანზეა დამოკიდებული  და ეს ადამიანი,  კარგად იცით, რომ პრეზიდენტი პუტინია. ამიტომ, ცხადია,  გარკვეულ მომენტში პრეზიდენტ პუტინთან მოგვიწევს მოლაპარაკება“, - აცხადებს პაულა პინიო. 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს ასეთ მოლაპარაკებებში ჩართვას“, - აცხადებს პაულა პინიო.