1787236124
უცხოეთი
ევროკომისიის პრესმდივანი: თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატარებს არჩევნებს, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს მას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში
უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს არჩევნები, მისი კონსტიტუციისა და სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე და შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
„რაც შეეხება არჩევნებს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის ჩაატაროს ის, საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს სრული დაცვით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, კერძოდ, შესაბამისი დემოკრატიული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით“, - ხაზგასმით აღნიშნა ჰიპერმა.
„არსებობს კონსტიტუციური ჩარჩოები და გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს - თუ ის ამას გადაწყვეტს“, - განმარტა პრესმდივანმა.