Loading data...
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება

ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა ანუარ ელ ანუნიმ განაცხადა

ევროკომისიამ გააფრთხილა მხარეები, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობაზე „ძალიან მძიმე შედეგები“ ექნება.

ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ დიპლომატიას შანსი უნდა მიეცეს, რათა მოგვარდეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ხანგრძლივი დავა.

„სამხედრო ესკალაციას რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან მძიმე შედეგები ექნება“, - განაცხადა ანუარ ელ ანუნიმ.