1795523177
უცხოეთი
ევროკომისიამ დაადასტურა, რომ კიბერშეტევის დროს პერსონალური მონაცემები დაიკარგა
ევროკომისიის სასწავლო პლატფორმაზე კიბერშეტევა განხორციელდა. იქ ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სპეციალური კურსები ტარდება. ჰაკერული თავდასხმის შედეგად EU Academy-დან პერსონალური მონაცემების გაჟონვა მოხდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კიბერშეტევის შედეგების ზუსტი დადგენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. გამოძიება უკვე დაწყებულია,
„მომხმარებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათ პერსონალურ მონაცემებზე, შესაძლოა, უცხო პირებმა წვდომა მოიპოვეს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ტომას რენიემ.
ევროკომისიის ინფორმაციით, კიბერშეტევის დროს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები იყო გამოყენებული. ვინ დგას შეტევის უკან, ჯერჯერობით უცნობია.