1757394814
უცხოეთი
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს ამ კვირაში წარადგენს - Sky News

ევროკომისია ამ კვირაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს.
როგორც Sky News-ი ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, ეს პარასკევამდე, 12 სექტემბრამდე, უნდა მოხდეს. სიაში, სავარაუდოდ, „ცენტრალური აზიის ორი ქვეყნის ბანკებიც“ შევლენ.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სანქციების წინა პაკეტი მოიცავდა შეზღუდვებს ორ ჩინურ ბანკზე, ასევე ინდოეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, „ნაიარაზე“.
Sky News-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ექსპერტების ჯგუფთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება, რათა სანქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაართოს. დევიდ ო’სალივანი ამერიკელ კოლეგებს შეხვდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უახლესი პაკეტის განსახილველად.