ევროკომისია: აშშ-ის ჯარების გაყვანა გავლენას არ მოახდენს ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გეგმებზე
შეერთებული შტატების გადაწყვეტილება რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში სამხედრო ყოფნის შემცირების შესახებ გავლენას არ მოახდენს ევროკავშირის გეგმებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა თომას რენიერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის ცნობით, 2026 წელს ევროკავშირი გეგმავს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, მიუხედავად აშშ-ის გადაწყვეტილებისა ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ.
„რაც შეეხება თავად ჯარებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამ განცხადებას (აშშ-ს განცხადებას რუმინეთიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ). თუმცა, სრულიად ნათელია, რომ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენს გეგმებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი თავდაცვის რუკის განხორციელების შესახებ და არც მასში განსაზღვრულ ოთხ ძირითად სფეროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განცხადებას ვითვალისწინებთ, თუმცა ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და განსაზღვრული კურსი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა რენიერმა.
პრესსპიკერმა დასძინა, რომ ევროკავშირის ყველა თავდაცვის გეგმა ნატოსთან და ნატოს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.