Loading data...
ევროკომისარი: აშშ არ გეგმავს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში ომის გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას, - ამის შესახებ ევროკომისარმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეფჩოვიჩის თქმით, მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრის დროს წამოჭრა.

ევროკომისრის თქმით, ბესენტმა ნათლად განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება აღარ მოხდება. ამერიკელმა მინისტრმა, ასევე, განმარტა, რომ ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი რამდენიმე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნის მოთხოვნის გამო გადადგა.

„მისი სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან ნათლად განმიცხადეს, რომ ეს აღარ განმეორდებოდა და ეს იმიტომ მოხდა, რომ რამდენიმე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა“, - განაცხადა შეფჩოვიჩმა ბესენტთან საუბრის შესახებ.