Loading data...
ევროკავშირმა სტივენ სიგალს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს, რადგან ის პუტინის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა - EUobserver

„სანქციების ახალი ანტირუსული პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს შეზღუდვების დაწესებას მსახიობ სტივენ სიგალის წინააღმდეგ, რომელიც კრემლის ლიდერის მიმართ პოლიტიკური სიმპათიებით გამოირჩევა“, - ამის შესახებ EUobserver-ი იტყობინება. 

გამოცემა წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დააზარალებს მათ, ვინც ევროკავშირში პროპაგანდას ავრცელებს და ევროპარლამენტის წევრების მოსყიდვას ცდილობს.

„პუტინის ინაუგურაციაზე დამსწრე სტივენ სიგალის წინააღმდეგ პირადი სანქციების შემოღება იგეგმება“, - წერს გამოცემა. 

ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიასაშუალებას განუცხადა, რომ სიგალის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შესაძლებელია, თუ არსებობს „მყარი მტკიცებულება“ იმისა, რომ  მსახიობის ქმედებები ზიანს აყენებს უკრაინას.

შეგახსენებთ, 7 მაისს კრემლის დიდ სასახლეში პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა.