Loading data...
ევროკავშირმა ესპანეთს სეუტაში მიგრანტების კრიზისის შემდეგ 114,7 მლნ ევრო გამოუყო

ესპანეთის სეუტას ანკლავში მაროკოდან მიგრანტების მასიური გადასვლის შემდეგ, ევროკავშირმა მადრიდს საგანგებო დახმარების სახით 114,7მლნ ევრო გამოუყო. შესაბამისი ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თანხები საზღვრის უკეთეს გაკონტოლებას და არალეგალური მიგრანტების უკან დაბრუნებას უნდა მოხმარდეს. ასევე ესპანეთს დახმარებას აღმოუჩენენ ЕС Frontex, ევროპოლი და ევროკავშირის სააგენტო თავშესაფრის საკითხებში.

ცნობისთვის, 30 და 31 ივლისს მაროკოდან ესპანეთის სეუტას ანკლავში 72 ათას მიგრანტამდე გადავიდა. მათი უმეტესობა რამდენიმე დღეში უკან, მაროკოში დააბრუნეს. სექტემბრის დასაწყისისთვის სეუტაში 5000 -მდე მიგრანტი დარჩა. საზღვარზე მიგრანტების მასიური გადასვლის დროს, ოფიციალური მონაცემებით, 91 ადამიანი დაიღუპა.

სეუტას მოსახლეობა 84 ათასი ადამიანია. ეს ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარე ესპანეთის ანკლავია. სეუტა და მელილია არის ერთადერთი ადგილი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რომელსაც აფრიკასთან სახმელეთო საზღვარი გააჩნია.

ამ ანკლავებიდან დანარჩენ ესპანეთში გადასვლისას მაინც  სასაზღვრო კონტროლი და დამატებითი შემოწმების რეჟიმი მოქმედებს.