1771864777
უცხოეთი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კალასმა აღნიშნა, ამ საკითხთან მიმართებით მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით. ეს არ არის ის გზავნილი, რომლის გაჟღერებაც დღეს გვინდოდა, მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.