Loading data...
ევროკავშირის პრობლემა არის არა ბელგია, არამედ დონალდ ტრამპი - POLITICO

„ევროკავშირის პრობლემა არის არა ბელგია, არამედ დონალდ ტრამპი“, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს ბრიუსელში უკრაინის დაფინანსების განსახილველად შეხვედრისთვის ემზადებიან, თუმცა ამას აშშ-ს მხრიდან უზარმაზარი და უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ აკეთებენ.

როგორც POLITICO წერს, თეთრი სახლი ცდილობს, გავლენა იქონიოს ევროპის პოლიტიკაზე და სულ უფრო მეტი ლიდერი ეწინააღმდეგება ბრიუსელის მოსაზრებებს.

„ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის მთავრობებს, სულ მცირე მათ, ვისაც ისინი ყველაზე მეგობრულად მიიჩნევენ, უბიძგებენ, უარი თქვან უკრაინის დასაფინანსებლად რუსული აქტივების 210 მილიარდი ევროს გამოყენების გეგმაზე“, - განუცხადა მედიას ევროკავშირის ოთხმა წარმომადგენელმა, რომლებიც დისკუსიებში მონაწილეობდნენ.

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისია და ყველაზე გავლენიანი დედაქალაქები ამ პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა დაითანხმონ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, რომლის მხარდაჭერაც გადამწყვეტია.

„აშშ აშკარად აღარ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი. ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენგან დისტანცირებას ცდილობს“, - განუცხადა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა ჟურნალისტებს სტრასბურგში.