Loading data...
ევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ

„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია“, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მათი თქმით, ამბიციური ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, წევრ ქვეყნებს ეროვნული შენატანების გაზრდა ან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსების შემცირება მოუწევთ.

ინიციატივა ითვალისწინებს ახალი მოსაკრებლების დაწესებას მსხვილი კომპანიების მოგებაზე, ელექტრონულ ნარჩენებზე, თამბაქოს ნაწარმზე და ნახშირბადის იმპორტზე.

„ჩვენი პრიორიტეტი კვლავაც არის საკუთარი რესურსების ისეთი პაკეტის მიღება, რომელიც შეესაბამება ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებას. ჩვენ განვიხილავთ საკუთარი შემოსავლების წყაროებს, რომლებიც, არსებითად, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოქმედ სუბიექტებზე იქნება დამოკიდებული, რათა შეიქმნას საჭირო სახსრები მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს დასაფინანსებლად“, - განაცხადა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა.

ცნობისთვის, საბოლოო შეთანხმების მიღწევას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და ევროპარლამენტის დასტური სჭირდება.