Loading data...
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს უკრაინისთვის დაპირებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემა, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ვეტო მოხსნა, განაცხადა კვიპროსმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ. 

ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის პრესსპიკერის თქმით, ბლოკის 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმებას 23 აპრილს, შუადღისთვის მოაწერს ხელს.

ევროკავშირი გასულ წელს უკრაინისთვის სესხის გამოყოფას დათანხმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „დრუჟბას“ მილსადენი რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა და უკრაინის გავლით სლოვაკეთსა და უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდება შეუჩერდა, ბუდაპეშტმა კიევისთვის სესხის გაცემა დაბლოკა. უნგრეთმა უკრაინა მილსადენის შეკეთების გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რასაც კიევი უარყოფდა. 

ამ დავამ ასევე გადადო უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებაც. 

უკრაინამ „დრუჟბას“ მილსადენი შეაკეთა და ნავთობის ტრანზიტიც აღადგინა. სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნავთობის მიწოდება შესაძლოა, 23 აპრილს, დილით განახლდეს.