Loading data...
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს მიიღონ

18 ივლისის დილით დაგეგმილია ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა, სადაც, შესაძლოა, დამტკიცდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი. ამის შესახებ წყაროებმა მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

„მალტისა და სლოვაკეთის მიერ შენიშვნების მოხსნის შემდეგ, სანქციების მე-18 რაუნდი შესაძლოა დილით დამტკიცდეს, რისთვისაც Coreper-ის რიგგარეშე შეხვედრა იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი და მალტა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე ვეტოს მოხსნას გეგმავენ.