ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი შეათანხმეს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხისტი სანქციები, რომელიც რუსეთში წინააღმდეგ არის დაწესებული. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.
ახალი პაკეტის ფარგლებში სანქციები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 105 გემის და „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების წინააღმდეგ დაწესდება. აკრძალვები ინდოეთში „როსნეფტის“ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასაც შეეხება.
კაია კალასის თქმით, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსულ ნავთობზე ფასების ზღვარი შეათანხმეს. Reuters-ის ცნობით, ერთი ბარელის ფასი 47,6 აშშ დოლარის ფარგლებში დადგინდა. ახლა ერთი ბარელის ფასის ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს.
„ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას რუსულ სამხედრო მრეწველობაზე და ჩინურ ბანკებზე, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. ასევე დაბლოკილი იქნება ტექნოლოგიები, რომლებიც უპილოტო აპარატების წარმოებისას გამოიყენება“, - დაწერა კალასმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც სანქციების მიღებაა მხარს არ უჭერდა, მას მხარს დაუჭერს. ფიცოს თქმით, მან ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ერსულა ფონ დერ ლაიენთან სლოვაკეთისთვის გაზის ფასების გარანტიებზე შეთანხმებას მიაღწიეს.