1759243251
უცხოეთი
ევროკავშირის 4-მა ქვეყანამ რუსეთს გაზში მეტი გადაუხადეს, ვიდრე უკრაინას დაეხმარნენ

ევროკავშირის 4-მა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა 2022 წლიდან 2025 წლის ივნისამდე რუსეთს გათხევადებულ ბუნებრივ აირში ჯამში 34,3 მლრდ ევრო გადაუხადეს, ეს ამავე პერიოდში უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე მეტია (21,2 მლრდ ევრო). ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
ამაზე საუბარია ორგანიზაციის, Greenpeace-ის კვლევაში „გათხევადებული აირის ხაფანგი: ევროპის დამოკიდებულება რუსეთისა და აშშ-ის გაზზე“.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსეთიდან ევროკავშირში გათხევადებული ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებელია „იამალ LNG“, რომელმაც 2022- 2024 წლებში 40 მლრდ დოლარის მოგება მიიღო.