ევროკავშირი უკრაინას 1,9 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ამ თვეში გამოუყოფს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
უკრაინის წინააღმდეგობისა და აღდგენის მხარდასაჭერად ამ თვეში 1,9 მილიარდი ევროს (2 მილიარდი დოლარის) ფინანსური დახმარება გამოიყოფა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, წერს Deutsche Welle.
თანხა კიევისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყოფა, რომელიც 50 მილიარდი ევროს ოდენობისაა.
„დამატებითი 1,5 მილიარდი ევრო დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების დარიცხული პროცენტიდან ივლისში იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა
მისივე თქმით, ამ კვირაში აპულიაში დაგეგმილი დიდი შვიდეულის ჯგუფის სამიტის დღის წესრიგში ასევე იქნება პროცესის დაჩქარება, თუ როგორ შეუძლია უკრაინას, გაყინული რუსული აქტივების შემოსავალი გამოიყენოს.
„ახლა ჩვენ რუსეთს ვაიძულებთ, გადაიხადოს”, - თქვა მან.
We're rallying the financial firepower to help Ukraine resist & recover.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 11, 2024
€1.5 bn proceeds of immobilised Russian assets will become available in July.
Another €1.9 bn will come this month from #UkraineFacility.
And we're helping attract investments. https://t.co/YabYczYr8F