ევროკავშირი თურქეთს განიხილავს, როგორ აშშ-ის ალტერნატივას - გაზეთი Turkiye
ევროკავშირს არ აქვს სხვა არჩევანი, გარდა უსაფრთხოების საკითხში თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება. ამის შესახებ გამოცემა Turkiye იუწყება.
როგორც ყოფილი დიპლომატები, ულუჩ ოზიულკერი და ფატიხ ჯეილანი ამბობენ, ევროპა ამჟამად აშშ-ის ალტერნატივას ეძებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში და ეს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დონალდ ტრამპმა გერმანიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. ასევე ტრამპი ნატოდან შეერთებული შტატების გასვლასაც არ გამორიცხავს.
ოზიულკერის თქმით, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ევროპული უსაფრთხოების ინტერესებს უშუალოდ შეესაბამება.
„თურქეთის სამხედრო პოტენციალი და დიდი ბრიტანეთის გლობალური გამოცდილება ამ პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, - განაცხადა თურქმა ექსპერტმა.
ოზიულკერი თურქეთის მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ხაზს უსვამს. მისი თქმით, ანკარის გარიცხვა ევროპის უსაფრთხოების გლობალური სისტემიდან მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტის აზრით, თურქეთის როლის იგნორირება არ შეიძლება, რადგანაც ევროპაში ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბება ხდება.