1755248378
უცხოეთი
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სექტემბერში სანქციების მე-19 პაკეტის ამოქმედებას გეგმავს

ევროკომისია სექტემბერში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მიღებას გეგმავს. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის პრესსამსახურმა გაავრცელა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ეს შეზღუდვების მე-19 პაკეტი იქნება, რომლის ამოქმედებას ევროპული ბლოკი რუსეთის წინააღმდეგ აპირებს. წინა სანქციები ეხებოდა რუსეთის ეკონომიკას, მრეწველობის საკვანძო დარგებს, იარაღის მიწოდებს ჯაჭვებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომლებიც უკრაინაში ომთან არიან დაკავშირებულები.
ევროკავშირის ხელმძღვანელობის აზრით, სანქციებმა უნდა შეამცირონ რუსეთის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს ომი, რომელიც უკვე 3 წელი და 6 თვე გრძელდება.