1761163998
უცხოეთი
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდა
ევროპელი ელჩები უკრაინასთან ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რეპორტიორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დღეს საღამოს საბოლოოდ შეთანხმდა! მე-19 პაკეტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“, - წერს ის.
🇪🇺 sanctions on 🇷🇺 finally agreed tonight! The 19th package since the full scale invasion of 🇺🇦 https://t.co/0oNoVdMAaj
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) October 22, 2025
როგორც Bloomberg-ი იტყობინება, მე-19 პაკეტი აქცენტს მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების ჩამორთმევაზე, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ვლადიმერ პუტინის მიმართ ზეწოლის გაზრდაზე აკეთებს.