Loading data...
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებისგან

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შემდგომი გაფართოებისგან.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასახლებების გაფართოებისგან, უკანონო საგუშაგოების ლეგალიზებისგან, მიწების მითვისებისგან, შენობების დანგრევისგან, მოსახლეობის იძულებითი გამოსახლებისა და სხვა ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რომლებიც ძირს უთხრის ორ სახელმწიფოზე დაფუძნებული გადაწყვეტის სიცოცხლისუნარიანობას“, - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.