Loading data...
ევროკავშირი ისრაელზე ირანის თავდასხმას მკაცრად გმობს და მხარეებს რეგიონში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს - ბორელი

ევროკავშირი ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს გმობს და მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. თავდასხმებისა და შურისძიების სახიფათო ციკლი კონტროლიდან გამოსვლის საფრთხეს ქმნის. საჭიროა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა მთელს რეგიონში. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული, წვლილი შეიტანოს რეგიონული ომის თავიდან აცილებაში“, - წერს ბორელი X-ზე. 

ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ავიაიერიში შეჩერებულია.