Loading data...
ევროკავშირი ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ დაშვებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასწრაფოდ მისცეს შესვლის უფლება, რათა მათ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ.

„მოვუწოდებთ ისრაელს, დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მისი მასშტაბური, უწყვეტი განაწილება, ასევე, უზრუნველყოს ადრეული აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერა და გახსნას ღაზას სექტორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

გასულ კვირას ისრაელის მთავრობის კოორდინაციის სააგენტომ (COGAT) განაცხადა, რომ ძლიერი წვიმების დაწყებამდე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, ღაზაში სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით ძალისხმევა გააძლიერა.

ისრაელის განცხადებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ COGAT სექტორში საკმარისი რაოდენობის მარაგების შეტანას არ უშვებს, „ჰამასის პასუხისმგებლობისგან ყურადღების გადატანას ემსახურება“.