Loading data...
ეუთოს თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვს შეხვედრაზე საჩუქარი გადასცა - „ეს იმისთვის, რათა გაიხსენოთ, რომ ევროპის ნაწილი ხართ“

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნასიო კასისმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  სერგეი ლავროვს შეხვედრაზე მუსიკალური ყუთი აჩუქა, მელოდია კი რუსი კომპოზიტორის, პიოტრ ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავიდან“ არის. 

„ეს იმისთვის, რათა გაიხსენოთ, რომ ევროპის ნაწილი ხართ“, – განუცხადა კასისმა ლავროვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი მას კრემლის ნახატი გადასცა

„ხოლო, ეს იმისთვის, რათა გაიხსენოთ, რომ რუსეთი ისტორიისა და მომავლის ნაწილია“, – უთხრა ლავროვმა კასისს.