EU შიშობს, რომ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მათი ჩართულობის გარეშე დაიწყებს - Euractiv
ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს მათი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზებს. ამის შესახებ Euractiv წერს.
როგორც სტატიაშია ნათქვამია, ტრამპის ინაუგურაციის წინ, ევროპული სახელმწიფოები მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დადგნენ - უზრუნველყონ საკუთარი როლი მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„მათ არა მხოლოდ მონაწილეობა სურთ, არამედ, გადაწყვეტილების მიღებაზე რეალური გავლენის მოხდენა“, - აღნიშნულია სტატიაში.
Euractiv ასევე წერს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობა მხარს უჭერს კიევის პოზიციას და თვლის, რომ უკრაინას ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტისკენ უბიძგონ იმის მიუხედავად, რომ ამან შესაძლოა, მისთვის არახელსაყრელი პირობების დადგომა გამოიწვიოს.
გამოცემას მოჰყავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვები:
„უკრაინელებმა რეალური დისკუსიები უნდა აწარმოონ ტერიტორიულ საკითხებზე. ევროპელებმა კი უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინონ“.
თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, უპირატესობა მიანიჭოს პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს და ევროპის ინტერესები უგულებელყოს.