Loading data...
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ევროპა მზად არ არის დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს მოსკოვს, აშშ თავის მოკავშირეებს დაიცავს

ნატოს წევრ ესტონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება მას თავდაცვაში, თუ რუსეთი თავს დაესხმება, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა მზად არ არის დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს მოსკოვს.

მიმდინარე წლის თებერვალში ესტონეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი მომავალი ომებისთვის შეიარაღებას აგროვებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე თვეს ნატოდან ამერიკის გასვლით დაიმუქრა, რადგან ევროპულმა ქვეყნებმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად გემების გაგზავნაზე უარი თქვეს. გარდა ამისა, ალიანსი შეშფოთებული იყო მისი გეგმებით დანიისთვის, რომელიც ნატოს წევრია, გრენლანდია წაერთმია.

თუმცა პევკური აცხადებს, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ დასახმარებლად მოვა.

„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და ყველა ჩვენს მოკავშირეს“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, აშშ-ს ევროპა სჭირდება თავისი სამხედროებისთვის ისევე, როგორც ევროპას აშშ, ამიტომ „არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება“.

როგორც პევკურმა აღნიშნა, ევროპას თავისი სამხედრო ძალის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად ჯერ არ შეუძლია.

„მივაღწიეთ, თუ არა სასურველ დონეს? არა. ყველამ (ნატოში) მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ თავდაცვაში“, - განაცხადა პევკურმა.