Loading data...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მზად არ ვართ პალესტინა ვაღიაროთ, როგორც სახელმწიფო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის არ ემზადება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებას ERR ციტირებს.

მისი თქმით, ესტონეთის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით არ შეცვლილა. 

„ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციებია. საერთაშორისო სამართლის თანახმად ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, - აცხადებს მინისტრი. 

მინისტრის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი განსახილველია. 

„აქამდე ჯერ კიდევ შორს არის. ეს სრულიად სხვა განსახილველი საკითხია“, - დასძინა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, ესპანეთმა ირლანდიასთან და ნორვეგიასთან ერთად 28 მაისს პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად ცნო. საპასუხოდ ისრაელმა ამ სახელმწიფოების ელჩები დაიბარა.