1755709112
უცხოეთი
ესტონეთის პრემიერი: ესტონეთი მზადაა „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში უკრაინაში ერთი ასეული გაგზავნოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კრისტენ მიჰალის განცხადებით, ესტონეთი მზად არის, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტი, ერთი ასეულის შემადგენლობით გაგზავნოს.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლო მისიის დეტალებზე საუბარია ჯერ ნაადრევია.
„ამჟამად ჩვენ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მომზადების ეტაპზე ვართ. თუ ის შედგება, მაშინ თეორიულად მას შეიძლება სამმხრივი შეხვედრა მოჰყვეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ პროცესის დაწყება“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მხოლოდ შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის განხილვა, თუ „როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, რა უნდა იყოს გარანტიები, რა წვლილს შეიტანენ აშშ და ევროპა“.