ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თეთრი სახლში ტრამპი-პუტინის ფოტოზე: თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, სამწუხაროდ
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი სახლის კედელზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს.
„თუ მართალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტოს ჩამოკიდებას, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
PBS News-ის ჟურნალისტმა ელიზაბეტ ლენდერსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ფოიეში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ერთობლივი ფოტო გამოფინა. ფოტო 2025 წლის 15 აგვისტოს, ალასკაში გამართული ორმხრივი სამიტის დროს არის გადაღებული.
If it is true that the U.S. president considers it appropriate to hang on the White House wall a photo of the greatest war criminal of the 21st century, then a just and sustainable peace will have to wait. Unfortunately. pic.twitter.com/gcSJ1fhYMy
— Marko Mihkelson 🇪🇪🇺🇦 (@markomihkelson) January 28, 2026