ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთის ალმერიას პროვინციაში ძლიერი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. ასევე, არიან დაშავებულები. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
რამდენიმე გარდაცვლილი დამწვარ ავტომობილში იყო ნაპოვნი. ხანძარი 9 ივლისს გაჩნდა. მას 150 მეხანძრე ებრძვის, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე ხანძრის ადგილზე ესპანეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფის ჩასვლა იგეგმება.
ხანძარი დენის კაბელმა გამოიწვია, რომელიც გამხმარ ბალახს დაეცა. ცეცხლი მალევე გავრცელდა ტყეზე. ანდალუსიის ჯანდაცვის და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ანტონიო სანსმა განაცხადა, რომ ეს არის „უპრეცედენტო ტრაგედია და აქამდე ყველაზე დამანგრეველი ხანძარი ამ რეგიონში“.
წინა კვირას საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ხანძრის გამო 10 000-მდე ადამიანი იყო ევაკუირებული.