Loading data...
ესპანეთში პოლიციამ საბავშვო მოედნის ქვეშ მარიხუანის პლანტაცია აღმოაჩინა

ესპანეთის ქალაქ ლას-გაბიასში საბავშვო მოედნის ქვეშ პოლიციამ მარიხუანის პლანტაცია აღმოაჩინა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

გამოძიება იუწყება, რომ ეს ბოლო დროს ნაპოვნი საიდუმლო ფერმებიდან ყველაზე დიდი და მაღალტექნოლოგიური იყო. ბუნკერში შესასვლელი საბავშვო საქანელასა და სათამაშო სახლს შორის იყო. გაზონის ქვეშ იყო ჭა, რომელიც ჰიდრავლიკური მექანიზმით იყო აღჭურვილი. მისი მეშვეობით მიწისქვეშ ჩასვლა იყო შესაძლებელი.

მიწისქვეშა პლანტაციის ფართობი 180 კვ/მ იყო. იქ იყო ორი სათავსი ვენტილაციის სისტემით, განათებით და კლიმატ-კონტროლით. მიწისქვეშა ოთახების სიმაღლე 5 მეტრს აღწევდა.

პლანტაცია ელექტროენერგიას ახლოს მდებარე ელექტროგადამცემი ხაზიდან უკანონოდ იღებდა. ის დაახლოებით 100 ოჯახის ელექტროენერგიას მოიხმარდა.

პოლიციამ მარიხუანის 1954 ბუჩქი ამოიღო.