ესპანეთში ფალსიფიცირებულ კუბურ სიგარებს აწარმოებდნენ, რომლებსაც ევროპაში მასიურად ყიდდნენ
ესპანეთში მოქმედებდა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფალსიფიცირებულ კუბურ სიგარებს აწარმოებდა და მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მასიურად ყიდდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
პოლიციამ Cohiba-ს და Punch-ის მარკის 33 800 ფალსიფიცირებული სიგარა ამოიღო.
პოლიციამ ქალაქ მისლატში საცხოვრებელი სახლი აღმოაჩინა, რომელიც ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოების და შეფუთვის ცენტრი იყო. მას არანაირი ლიცენზია არ ჰქონდა.
ლეგალურ ბაზარზე 25 ასეთი სიგარის კოლოფი 300-დან 400 ევრომდე ღირს.
დაკავებულია სამი ადამიანი, კიდე ოთხი ეჭვმიტანილია. დაკავებულებს ბრალად ედებათ კონტრაბანდა, სამეწარმეო საკუთრების ქონების წინააღმდეგ ქმედება, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, ასევე დასაქმებულების უფლებების დარღვევა.
საქმის მასალები სასამართლოს უკვე გადაეგზავნა და ახლა გამოძიება სასამართლოს ზედამხედველობით მიმდინარეობს.