Loading data...
ესპანეთში მატარებელს კედელი დაეცა - დაღუპულია მემანქანე

ესპანეთის კატალონიის რეგიონში ძლიერი ქარის გამო მოძრავ მატარებელს კედელი დაეცა. დაიღუპა მემანქანე, 37 ადამიანია დაშავებული, მათგან 5 - მძიმედ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ჟელიდესთან, ბარსელონიდან 40 კმ-ში მოხდა. კედელი კატალონიის საგარეუბნო მატარებელს, Rodalies de Catalunya-ს დაეცა.

ამ ავარიას წინ უძღოდა 18 იანვარს ესპანეთის კორდოვას პროვინციაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფა, როდესაც ორი მატარებლის შეჯახებას 42 ადამიანი ემსხვერპლა. 37 დაშავებული დღემდე საავადმყოფოებში რჩება. ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს დაეჯახა.