ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მადრიდის რეგიონის დასავლეთ ნაწილში მძვინვარე მასშტაბური ხანძრების გამო, - ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს.
როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მადრიდის დასავლეთ ნაწილში ერთდროულად სამი ხანძარი გაჩნდა - ორი ვილა დელ პრადოს რაიონში და ერთი სან მარტინ დე ვალდეიგლესიასში.
რთული პირობების, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, რეგიონულ სამსახურებს დამოუკიდებლად არ შეეძლოთ სიტუაციის მოგვარება.
ხელისუფლების ცნობით, მადრიდში ხანძრის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული. გაწმენდით სამუშაოებში 270-ზე მეტი სპეციალისტი და დაახლოებით 40 ტექნიკა, ასევე, საგანგებო სიტუაციების დანაყოფები იყო მობილიზებული.
ესპანეთი აღნიშნავს, რომ ბოლოს საგანგებო მდგომარეობა 2025 წელს, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის დროს გამოცხადდა.