Loading data...
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, 39 ადამიანი, მათ შორის 35 ზრდასრული და 4 ბავშვი, ანდალუსიის სხვადასხვა საავადმყოფოში რჩება. მათგან 13 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

ცნობისთვის, ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგიდან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.