1785225731
უცხოეთი
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა - მგზავრები ევაკუირებულები არიან
ესპანეთში, ბარსელონის მეტროში ხანძარი გაჩნდა.
მედიის ცნობით, მეტროდან მგზავრების ევაკუაცია საგანგებო სამსახურების დახმარებით განხორციელდა.
ევაკუირებული 120 მგზავრიდან 115-ს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მათგან 20 კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის 22 ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 24 ბრიგადა.
ბარსელონის მეტროპოლიტენის აღმასრულებელი დირექტორის ხავიერ ფლორეს გარსიას თქმით, მეტროს გვირაბში ცეცხლი 17:30 საათზე მატარებლიდან შენიშნეს. მისი თქმით, ხანძარი გვირაბის საფარის ნაწილის მოწყვეტამ გამოიწვია.
მომხდარის გამო „გლორიესის“ სადგური დაიხურა, ხოლო „კლოტის“ სადგურზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.