1754051633
უცხოეთი
ესპანეთმა ტურისტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა - ქვეყანას 44,5 მილიონი ტურისტი ეწვია

2025 წლის პირველ ნახევარში ესპანეთმა ქვეყანაში ჩასული ტურისტების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. ინფორმაციას ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.
გამოქვეყნებული მონაცემებით, მითითებულ პერიოდში ესპანეთს 44,5 მილიონი ადამიანი ეწვია (წინა რეკორდთან შედარებით 4,7%-ით მეტი).
ამ ტურისტებმა ესპანეთში 59,622 მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო.
INE-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასევე აჩვენებს ტურისტების რაოდენობის ზრდას პორტუგალიაში, ირლანდიასა და იტალიაში.