1785589742
უცხოეთი
ესპანეთმა სეუტაში მიგრანტების შესაჩერებლად მცურავი ბარიერი დაამონტაჟა
ესპანეთმა განაცხადა, რომ მაროკოს საზღვართან, სეუტის მონაკვეთში 500 მეტრიანი მცურავი გასაბერი ბარიერის მონტაჟი დაიწყო მას შემდეგ, რაც სეუტაში ათიათასობით მიგრანტი მასობრივად შევიდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ელ პაისი “ იტყობინება.
დამცავი კომპლექსის მთავარი ელემენტი 500 მეტრი სიგრძის გასაბერი მცურავი ბარიერია. წყლის ზემოთ მისი სიმაღლე 30-დან 70 სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო წყალქვეშა ნაწილი ერთ მეტრამდე სიღრმეზეა ჩაძირული.
ახალი ბარიერის მონაკვეთებს შორის სპეციალური გასასვლელია დატოვებული, რაც ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის კატარღებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გააკონტროლონ აკვატორია 24 საათის განმავლობაში.