1773234125
უცხოეთი
ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
ესპანეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი,ანა მარია სალომონი გაიწვია.
შესაბამისი ბრძანება ესპანეთს მეფის, ფილიპე VI-ის ხელმოწერით ესპანეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა ატვირთული.
„საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის საკითხთა მინისტრის წარდგინებითა და მინისტრთა საბჭოსთან განხილვის შემდეგ 2026 წლის 10 მარტს ვბრძანებ გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან ესპანეთის ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ქალბატონი ანა მარია სალომონი და გამოეცხადოს მას მადლობა“, - წერია ბრძანებაში.
ესპანური მედია, თავის მხრივ, წერს, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი ბოლო დროს ესპანეთსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი გახდა აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ.