1772651774
უცხოეთი
ესპანეთის ვიცე-პრემიერი: ჩვენ არავის ვასალი არ ვიქნებით
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მარია ხესუს მონტერომ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთი „არავის ვასალი არ იქნება“.
მისი თქმით, ესპანეთის მთავრობა ამერიკას როტასა და მორონის საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას არ მისცემს და საკუთარი ქვეყნის ღირებულებების დაცვას გააგრძელებს.
„ჩვენ არავის ვასალი არ ვიქნებით. არ დავუშვებთ, საფრთხე შეგვექმნას და დავიცავთ იმას, რისიც გვწამს“, - აღნიშნა მან.