ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქვეყანაში მომხდარი ბოლო სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ განაცხადა, რომ ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში მომხდარი ორი სარკინიგზო ავარიის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან პარლამენტის წევრებს განუცხადა.
პუენტემ აღნიშნა, რომ მან გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს მომხდარი ბოლო სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ მიიღო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დატოვებს პოსტს.
„ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ტრანსპორტის მინისტრი ვერ დარჩება თანამდებობაზე, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ასეთი სიმძიმის ორი ავარია მოხდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბრის დილას ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ბორტზე 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, ავარიას 74 ადამიანი ემსხვერპლა.
იანვარში მადრიდი-სევილიას იმავე მარშრუტზე, ესპანეთის სამხრეთით მდებარე ადამუსში მომხდარ შეჯახებას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.