1732197646
უცხოეთი
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ არ ვაწვდით უკრაინას იარაღს, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს
ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელმაც შეიძლება რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს. ამის შესახებ La Razon-ი წერს.
რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი არ იმყოფება ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დიდი ბრიტანეთი ან შეერთებული შტატები არიან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა გასცეს.
„ჩვენ მიერ გაგზავნილი აღჭურვილობა არ ეხება ამ სიტუაციას,” - თქვა მან.
ამავდროულად, რობლესმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის ვალდებულებები უკრაინის მიმართ მტკიცეა.