Loading data...
ესპანეთის პრემიერმა, მეუღლის კორუფციასთან შესაძლო კავშირის გამო, საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

მეუღლის კორუფციულ საქმესთან სავარაუდო კავშირის გამო ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებული.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.

„სასწრაფოდ უნდა გადავწყვიტო გავაგრძელო მთავრობის მეთაურობა, თუ უარი ვთქვა ამ ღირსებაზე“, - განაცხადა სანჩესმა. პედრო სანჩესი გადაწყვეტილებას 29 აპრილს გამოაცხადებს.

საჩივარი ბეგონა გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა.