Loading data...
ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიყიდვაზე მუდმივი აკრძალვა დაწესდება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიყიდვაზე მუდმივი აკრძალვა დაწესდება.

ესპანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გადაწყვეტილება ღაზაში „გენოციდის შესაჩერებლად“ შემუშავებული ღონისძიებების ნაწილია.

სანჩესმა, ასევე, განაცხადა, რომ იმ გემებს, რომლებსაც ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავი გადააქვთ, ესპანეთის პორტებში შესვლა აეკრძალებათ, ხოლო სამხედრო მასალების გადამზიდავ თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება არ მიეცემათ.

ესპანეთის პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს არსებობისა და თავდაცვის უფლება აქვს, მას არ აქვს პრეროგატივა, რომ „უიარაღო ხალხი გაანადგუროს“.