Loading data...
ესპანეთის პრემიერი მიესალმა დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის გადაწყვეტილებას პალესტინის აღიარების შესახებ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. 

სანჩესმა გაიხსენა, რომ ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა - ნორვეგიასთან და ირლანდიასთან ერთად - რომელმაც პალესტინის აღიარება 2024 წლის მაისში გადაწყვიტა.

„ჩვენ პირველები ვიყავით. გაერთიანებული სამეფო, კანადა და ავსტრალია არ იქნებიან უკანასკნელები. ერთად ორი სახელმწიფოს შექმნისთვის, რომელშიც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდობიანად იცხოვრებენ“, - დაწერა მან.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოაქვეყნა იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც გამოაცხადეს პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარება - ესპანეთის, ნორვეგიისა და ირლანდიის გარდა, მათ შორის არიან სლოვენია, სომხეთი და მექსიკა.